სადაც სიყვარულია, ყოველთვის არის წარმატებაც და სიმდიდრეც!

ქალი სახლიდან გავიდა და ეზოში სამი მოხუცი დაინახა გრძელი თეთრი წვერით. ვერ იცნო ისინი და უთხრა “მე თქვენ ვერ გიცნობთ, მაგრამ ალბათ გშიათ. გთხოვთ შემობრძანდით და გაგიმასპინძლდებით”. “ქმარი სახლშია?” – ჰკითხეს მათ. “არა, ის არ არის სახლში”. “მაშინ ჩვენ ვერ შემოვალთ”. საღამოს, როცა ქმარი სახლში დაბრუნდა, ცოლმა უამბო ყველაფერი. “წადი და უთხარი რომ სახში ვარ და შემოიპატიჟე.” – უთხრა ქმარმა. ცოლი ასეც მოიქცა. “ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ” – უპასუხეს მათ. “რატომ?” – გაუკვირდა. ერთერთმა მოხუცმა აუხსნა: “მას სიმდიდრე ქვია” – და ერთერთ მეგობარზე მიუთითა, “ამას კი წარმატება, მე კი სიყვარული ვარ” – შემდეგ დაამატა, “ეხლა შედი სახლში და ჰკითხე, თუ რომლის ნახვა უნდა საკუთარ სახლში”. ცოლმა მოუყვა ყველაფერი რაც გაიგონა. ქმარს გაუხარდა. “რა კარგია! თუ კი არჩევანის გაკეთებაა საჭირო, მაშინ სიმდიდრე შემოვიპატიჟოთ, დაე ჩვენი სახლი სიმდიდრით გაავსოს!” ცოლს არ მოეწონა, “ძვირფასო, იქნებ წარმატება შემოვიპატიჟოთ?” მათი ქალიშვილი გვერდით იჯდა და უსმენდა ამ ყველაფერს. მიირბინა მათთან წინადადებით: “იქნებ სიყვარული შემოგვეპატიჟებინა და ჩვენს სახლში სიყვარული გამეფდება!” “მე ვეთანხმები ჩვენს ქალიშვილს,” უთხრა ქმარმა და ცოლს გადახედა. “მიდი, შემოიპატიჟე სიყვარული.” ცოლი გავიდა და ჰკითხა მოხუცებს, “თქვენგან რომელია სიყვარული? იყავი ჩვენი სტუმარი.” მოხუცი სახელად სიყვარული სახლისკენ გაემართა, დანარჩენი ორი კი უკან გაყვნენ. გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა მათ: “მე ხომ მხოლოდ სიყვარული მოვიწვიე, თქვენ როგორ მოყვებით?” მოხუცებმა აუხსნენ: “სიმდიდრე ან წარმატება რომ შეგეპატიჯებინათ, დანარჩენი ორი ქუჩაში დარჩებოდა, მაგრამ როცა სიყვარული შეიპატიჟეთ, სადაც ის მიდის, ჩვენც უკან მივყვებით.

Leave a comment