…ბაღჩაში მარწყვის ქურდი შეპარულა…

ღეზეთა ნენეს (ბებოს) ბაღჩაში მარწყვის ქურდი შეპარულა და მუსრი გაუვლია ყველაფრისათვის. ჰაი…ჰაი…ერთი შევასწრობდე და ვანახებ მაგას ჰა…არ დააცადონ დამწიფება…ადრიან…სისხამ დილით…მზე ჯერ კიდევ არ ამოცურებულიყო მთლიანად კილდითავიდან რომ უკვე  ზვარედან გამოსულიყო და  ქოთქოთებდა სულთანა აბლაი (ბიცოლა). ღეზეთა ნენეს სახლი-კარი ცაერილი იყო..აღარავის უნდოდა  სოფელი და  სულთანა აბლაი პატრონობდა აქაურობას… მარწყვის ბაღჩა კი არა ბაღნარი ჰქონდა… შეხედვა ერთ სიცოცხლეს მოგიმატებდა…უცქერდა მეზობლის ცელქი გოგო შეთვალულ მარწყვებს და ნერწყვებს ყლაპავდა…წითელი დიდი გაბურთული მარწყვები…ზოგს ვარდისფერი დაკრავდა… ბღუჯა-ბღუჯად  ელაგა ერთურთზე…შემსკდარ შემარწყვებულები..დილის ცვარიც რომ დააკვდებოდა…მზის სხივები რომ აშრობდა და ცისარტყელას აირეკლავდა ზეცად…ახლა ამ ცდუნებას ვინ გაუძლებდა და თან პატარა გოგოს რა მოეთხოვებოდა…კი არავინ ასწავლიდა მაგას მოიპარეო…დედამ უთხრა კიდეც… მარწყვში გველმა იცის დაბუდებაო მაგრამ…ვინ მოუსმინა… გადაწყვიტა მტკიცედ … პატარა ჭკვიანმა ჯერ იფიქრა… მოდი დიდების ბოტებს ჩავიცმევ და ისე მოვიპარავ… სულთანა აბლაი არ მიმიხვდეს ჩემს ნაკვალევსო… და ასე… დიდ ბოტებში ჩამძვრალი კიკინებიანი ეწვია  მარწყვის ბაღჩას და დააძღა…ჭამდა და ჭამდა…მოთხვარულ…გაურეცხავ…მარწყვებს…მთელი სახე და თეთრი კაბაც გაიმარწყვიან-მიითხვარ-მოითხვარა…ის სურნელი და ის გემო იფ..იფ… სულ ახსენდებოდა ყოველ მარწყვობას…

დილით  სულთანა აბლას ხმა რომ გაიგო საწოლში ჩაძვრა და საბანი წაიფარა… თითქოს სძინავსო…დედამ ფინჯან ყავაზე შემოიპატიჟა მეზობელი…ქოშინით ამოიარა კიბე და ჩამოჯდა.. ….დავბერებულვარო…ამოისუნთქა…  დედას ეღიმილებოდა… სულთანა აბლაი მოეფერა საწოლში პატარას … ამის მერე ბაღჩა სულ ჩემს დაკუნას უნდა ჩავაბაროოო… და ქურდებს უყარაულოსო…ვიღაც დიდფეხსაცმელიანს სულ გაუჟუჟია მარწყვებიო…ხომ მიხედავო?…ხმა არ ამოუღია დაკუნას… თავი დაუქნია… თანხმობის ნიშნად..აბლამ ლოყები დაუკოცნა… სულ რომ გაწითლებოდა სირცხვილისგან…

ამის მერე დარაჯობდა და შორიდან უყურებდა მარწყვის ბაღჩას…ნერწყვიც აღარ გადასცდენია…აბლაიც როცა დაკრეფდა…ყველაზე დიდები და ლამაზები დაკუნას ხვდებოდა საჩუქრად…

სიყვარულით მარად თქვენი დარინა  🙂

 

 

Leave a comment